აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აფხაზეთმა რუსეთის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა მიიღო.
"შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის სრული მხარდაჭერა მივიღეთ. მან ჩვენ ჩაგვისახა კიდევ უფრო მეტი იმედი იმისა, რომ რუსეთის დახმარება გაგრძელდება და კონტაქტები მხოლოდ გამყარდება. მითითებები მიეცა შესაბამის უწყებებსაც. აპრილში მთავრობათაშორისო კომისიის სხდომაა დაგეგმილი სადაც ხელი კიდევ რამდენიმე ხელშეკრულებას მოეწერება. გაგრძელდება პროექტების დაფინანსება და ყოველივე ეს შესაბამისი შეთანხმებებით იქნება გამყარებული", _ განაცხადა ანქვაბმა "გოლოს როსიისათვის" მიცემულ ინტერვიუში.