„ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში პროცედურული დარღვევები არსებობს" _ ამის შესახებ, „პირველი რადიოს" პრესკლუბში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეში სახალხო დამცველის აპარტი გამოაქვეყნებს დასკვნას, სადაც გიგი კალანდაძის, ბაჩო ახალაიასა და თენგიზ გუნავას საქმეებში არსებული პროცედურული დარღვევების შესახებ არის საუბარი.
როგორც ნანუაშვილმა განმარტა სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელიც იქნება მიმართული სამართალდამცველი ორგანოებისადმი. მიმართვის ადრესატები იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი იქნებიან. მიმართვაში იმ დარღვევების შესახებ იქნება საუბარი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში აღმოაჩინეს.