,,განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, ერთ ადამიანთან ბრძოლას 2000 სტუდენტი გადააყოლოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბენდუქიძემ და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, უნივერსიტეტს უფლება აღარ აქვს სტუდენტებს ასწავლოს.
,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ გაუუქმა ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ სტუდენტებს. მეტიც ჩვენ ,რომ სტუდენტებს ვასწავლოთ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსშია ჩაწერილი. ეს ყველაფერი არის ჩემთან ბრძოლის შედეგი. უბრალოდ ერთ ადამიანთან ბრძოლას, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 2000 სტუდენტი გადაეყოლებინა", _განაცხადა ბენდუქიძემ.