მინისტრი მიხვდა, რომ ხათაბალაში გაეხვა, - - განაცხადა გადაცემა "პოზიციაში" "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ.
მისივე თქმით, განათლების მინისტრს ეტყობა, რომ კანონმდებლობა არ იცის, რადგან გადავადებული ავტორიზაციის ჩამორთმევა არ არსებობს და ეს სამინისტრომ თავის გასამართლებლად მოიგონა.
"პირობიანი ავტორიზაციის ჩამორთმევა არ არსებობს. მინისტრი მიხვდა, რომ ხათაბალაში გაეხვა ჩემთან ბრძოლის პროცესში. აგრარულ უნივერსიტეტს ერთი ყველაზე მსხვილი, 187 კილო ხარვეზი აქვს და მე ვარ ეს მთავარი ხარვეზი. რასაც გვედავებიან, ისეთი სიმართლით იარონ მთელი ცხოვრება მინისტრმაც, ყურაშვილმაც, ვინც შემოწმება ჩაატარა მათაც და პირდაპირ ჯოჯოხეთში წავლენ", - განაცხადა ბენდუქიძემ და აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მუდმივად არსებობს საგანმანათლებლო სივრციდან მისი გარიცხვის მცდელობა.