გიორგი, შენ ხარ სამარცხვინო ადამიანი, მატყუარა, შენს ადგილას მე წავიდოდი, გადავდგებოდი, - განაცხადა გადაცემა "პოზიციაში" "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ.
როგორც კახა ბენდუქიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით იცრუა. "გიორგი, შენ ხარ სამარცხვინო ადამიანი, მატყუარა, შენს ადგილას გადავდგებოდი. ასეთი ტყუილები და უხარისხო მუშაობა არ შეიძლება იყოს განათლების სამინისტროში. მე მრცხვენია, რომ ვიცნობდი მას და კარგი ურთიერთობა მქონდა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.
მისივე თქმით, ბრალდება სტუდენტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, სტუდენტების გარიცხვა კი სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით არასოდეს მომხდარა.