მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მოსკოვში მყოფ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პატრიარქის პრესსამსახურის უფროსი დიაკვანი ალექსანდრე ვოლკოვი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა პრესისათვის დახურულ რეჟიმში, პატრიარქის სამუშაო რეზიდენციაში, მოსკოვის წმინდა დანილოვოს მონასტერში გაიმართა.
"შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც რუსი და აფხაზი ხალხების სულიერ კავშირებს ეხება", _ განაცხადა ვოლკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბი დღესვე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს.