ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მავთულხლართების ფიქსაციის საკითხის დაყენებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აპირებს.
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილის აცხადებს, რომ კონფლიქტისპირა ტერირორიაზე ეს პროცესი 1 წლის წინ დაიწყო და პრობლემა ახალი არ არის.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობაში, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად განიხილებოდა.
არ არის გამორიცხული, ქართულმა მხარემ პრობლემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის შეხვედრებზეც დააყენოს. კონფლიქტისპირა რეგიონებში მავრთულხლართების ფიქსაციის საკითხის განხილვას საქართველოს მთავრობა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგ შეხვედრებზეც გეგმავს", _ აცხადებს სუჯაშვილი.