,,განათლების სფეროს ზედმეტი პოლიტიზირება დადებითი მოვლენა არ არის", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური ელფერი აქვს.
,,ამ დღეების განმავლობაში ვცდილობდი, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით დისტანცია მქონოდა, რადგან განათლების სფეროს ზედმეტი პოლიტიზირება დადებითი მოვლენა არ არის. დღეს მივალ აგრარულ უნივერსიტეტში და უნდა გავერკვე რა პრობლემებია, მაგრამ წინასწარი პრობლემა უკვე შემაშფოთებელია, რადგან პოლიტიკის ნიშნებს ვხედავ", -განაცხადა სერო რატიანმა.