აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებიან ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია და ე.წ. ვიცე-პრემიერი და ე.წ. ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრველებს.
დღესვე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.