,,ხელოვნებას თავისი სუფთა და კრიალა გზა აქვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთიდან დაბრუნებულმა ანსამბლ ,,ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან უნდა გაემიჯნოს.
,,ხელოვნებას თავისი სუფთა და კრიალა გზა აქვს. პოლიტიკას კი თვისი გზა. ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დავდექით. რუსეთში, სადაც გავმართეთ ჩვენ კონცერტები, ყველა დარბაზში საქართველოს დროშა ავაფრიალეთ. უნდა გავმიჯნოთ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკისგან და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან, ნუ იქნებიან რადიკალურები. მშვიდობა და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ერისიონი" მოსკოვში, კერძოდ კი კრემლში გამართული კონცერტის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.