აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნებს დათანხმდა და ელექტროენერგიის ტარიფის 100 % იან ზრდასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა. ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრიობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკმაყოფილებას გამოხატავდა ელექტროენერგიაზე ფასი ორჯერ გაზრდის გამო.
ანქვაბის ამ გადაწყვეტილების შესახებ, ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ანქვაბმა თანხმობა განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ე.წ. საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციებზე ელექტროენერგიაზე ფასების კლების შესახებ.
ალექსანდრე ანქვაბმა კომისიის მიერ წარდგენილი წინადადებები საფუძვლიანად ჩათვალა და ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მომზადება დაავალა.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციას არ გაუუქმებია დღეს დაგეგმილი მიტინგი ჩატარება, რომელზეც სავარაუდოდ, ყველა სფეროში კარდინალური რეფორმების ჩატარების მოთხოვნა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხი იქნება დაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები