ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვისა და დაშავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.
"გთხოვთ, ნუ დაეყრდნობით ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გადაამოწმეთ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების სარდლობასთან ქაბულში. ყველა ქართველი ჯარისკაცი ჯანმრთელი და უვნებელია" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ Islamic Emirate of Afghanistan ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველთა სახედრო პატრული ნაღმზე აფეთქდა. შედეგად ორი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა.