ოსი სეპარატისტები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას აძლევენ, თავიანთ ე.წ. საკანობმდებლო ბაზას ხვეწენ და "ქართული ფაშიზმისათვის" წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედმა ე.წ. პარლამენტმა შექმნა ე.წ. კომისია, რომელიც "საქართველოს მოქმედებებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას" მისცემს.
ამას გარდა, ე.წ. კომისია ასევე შეისწავლის "საქართველოს მოქმედებებს 2004 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველომ სამხრეთ ოსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ ექსპანსია დაიწყო".
ოს სეპარატისტთა ინფორმაციით, კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის 20 მარტს უნდა დაასრულოს და დასკვნები ე.წ. პარლამენტს 27 მარტს უნდა წარუდგინოს.
დასკვნების წარდგენის შემდეგ სეპარატისტები საგანგებო კანონის შემუშავებას დაიწყებენ, რომელმაც მათივე განმარტებით "ქართულ ფაშიზმსა და ექსტრემიზმს" წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.
"ამის შემდეგ ჩვენ სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი იმისათვის რათა შევიმუშავოთ კანონი, რომელიც ქართულ ფაშიზმსა და ექსტრემიზმს წინააღმდეგობას გაუწევს. ამ კანონიდან გამომდინარე კი ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს დამოკიდებულებას მათდამი, ვინც სხვა და სხვა ფორმატებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, სამხრეთ ოსეთის სახელით ხვდებიან საქართველოს წარმომადგენლებს", _ აცხადებს ე.წ. პარლამენტის სპიკერის სტანისლავ კოჩიევი.
აღსანიშნავია, რომ კომისიას სტანისლავ კოჩიევი ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები