,,ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის უფრო მეტად გაძლიერებას", _განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ბიძინა ივანიშვილთა შეხვედრის კომენტირებისას.
,,ძალიან კარგია, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ბატონ ბიძინას ინიციატივით შედგა და ამასაც მივესალმები. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლო სისიტემა უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა", -განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვბილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის გაძლიერებას.