ბოლო ორი თვის განმავლობაში 100 ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გამოთქვა სურვილი სავალდებულო სამხედრო სამსახური კონტრაქტით აფხაზეთში არსებულ რუსულ მე-7 საოკუპაციო ბაზაზე გაიაროს. მაგრამ, კანდიდატთაგან სამიდან მხოლოდ ერთი აკმაყოფილებს იმ შესაბამის კრიტერიუმებს, რომლებიც წარდგენილია პროფესიონალი სამხედროებისათვის. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ ფედერალური ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა გააკეთა.
"დაახლოებით 30 -მა ადამიანმა რთული ხუთსაფეხურიანი შერჩევის სისტემა უკვე გაიარა. იგეგმება, რომ 2013 წლის ბოლოსათვის აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა სამჯერ გაიზრდება, ამასთან ერთად ბაზის პირადი შემადგენლობის რაოდენობა არ შეიცვლება", _ განაცხადა გორბულმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბაზაზე სამხედრო სამსახურს დაახლოებით 3, 5 ათასი ადამიანი გადის.
გორბულის ინფორმაციით, ასევე არის ტენდენცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროების რაოდენობა გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები