ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. რუსული დელეგაციის ცხინვალის რეგიონში ყოფნის ოფიციალური მიზეზი სახელმწიფო სამსახურის განვითარების პროექტის კონცეფციისა და ამ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფაში დახმარების გაწევაა.
რუსული დელეგაცია ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო და შეხვედრაზე რუსეთს ფედერაციას მრავალმხრივი დახმარებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
შეხვედრაზე თიბილოვმა აღნიშნა, რომ აქამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთს ამ საკიტხებისათვისა არ ეცალა, ხოლო ახლა, როდესაც უკვე "რესპუბლიკის აღდგენა მიმდინარეობს მოვიდა დრო სტურუქტურული გარდაქმნების განხორციელებისა".