გაგრაში შემოვლით გზის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მატივე ინფორმაციით, ეს გვირაბები ჯერ კიდევ 90 იანი წლების დასაწყისში აშენდა, თუმცა ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს ხიდი, რომელიც გვირაბებამდე მიდიოდა ააფეთქეს და მას შემდეგ გვირაბები მწყობრიდან იყო გამოსული.
ერთი გვირაბის სიგრძე 1256 მეტრია, მეორის 842 მეტრი.
ორივე გვირაბი აფხაზეთისათვის გამოყოფილი რუსული სახსრებით, რუსმა სპეციალისტებმა აღადგინეს.
გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის გრიგორი ენიკის განცხადებით გვირაბები საგზაო მოძრაობას განტვითავს და საცობებისგან თავის არიდების საშუალების მომცემი იქნება.
ორივე გვირაბი თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.
მასალის გამოყენების პირობები