"ეს არის სკოლა (ENA - სახელმწიფო მართვის სკოლა ), რომელშიც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერ-მინისტრმა და ძალიან ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის მინისტრმა", - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა "მე-9 არხთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი.
"ეს არის სკოლა, რომელშიც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერ-მინისტრმა და ძალიან ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის მინისტრმა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები წყვეტენ, რომელ ადმინისტრაციაში გააგრძელებენ მუშაობას. როდესაც მე ვამბობ ადმინისტრაციას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ იურისტებად. თუ კითხვა არის დასმული ასე - იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი", - განაცხადა სალენსმა.
სალენსის თქმით, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) 1945 წელს დაარსდა და იგი ორ წელიწადში ამზადებს კადრებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობებისთვის.