აფხაზური საზოგადოება ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზური კანონიკური ეკლესიის "აღდგენას" უპირველესი რანგის ამოცანად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილმა საონიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. ხელმოწერების შეგროვების საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის საერო საზოგადოების წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქართველი კათოლოკოსის ლილია მეორის ყველანაირ მცდელობას, რომელიც მიმართულია აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის შენარჩუნებისათვის. სწორედ ამ მიზნით და აფხაზეთში მყოფი მრევლის სულიერად გამოკვების საბაბით ქართველი კათოლიკოსი აქ ე.წ. ორმაგი იურისდიქციის შემოღებას ცდილობს".
ამას გარდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები აფხაზეთის ყველა ქალაქსა და რაიონში იმყოფებოდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხვდებოდნენ.
"აფხაზეთის საზოგადოება უპირველესი რანგის ამოცანად მიიჩნევს კანონიკური აფხაზური დამოუკიდებელი ეკლესიის აღდგენას და ეპისკოპოსის კურთხევად მათ ზურს უკან დაუშვებლად მიიჩნევს.
ერთადერთი გზა, რომლითაც აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნაა შესაძლებელი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთის საყოველთაო სასულიერო პირთა შეკრებაზე იქნება მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.