,,ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებს", -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა გორის სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრობისას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას.
,,აშშ-ის პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიის თავისუფლებას. კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს რაც შეეხება, ჩვენ განსხვავებულ ინფორმაციას ვიღებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. საქართველოს საზოგადოების გადასაწყვეტია მიმდინარე მოვლენენი. ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებუოლ პროცესებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა თანამდებობიდან ოფიციალურად გუშინ გადააყენა. როგორც ბარათაშვილი განმარტავს მისი თანმდებიბიდან გადაყენება მოულოდნელი იყო. მანამდე კი თანამდებობიდან გათავისუფლდა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები