სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი 12 მარტს რუსეთის ფედერაციაში ორდღიანი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამ დღესვე გაიმართება მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.
მათივე ინფორმაციით, ანქვაბის მოსკოვში ვიზიტის მიზანი "ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხების" განხილვაა.