აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავრთქილაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, თავართქილაძე თანამდეობობას ოფიციალურად პირადი გაცხადებით ტოვებს, თუმცა მისი გადადგომის რეალური მიზეზი "40 მილიარდიან" სკანდალს უკავშირდება.
მინისტრის მიერ რეგიონში 40 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" გაავრცელა და ანალიტიკურ მასალაში ეს პროგნოზი არარეალურად და აბსურდულად შეაფასა.
მინისტრის აღნიშნულ განცხადებებს, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებშიც მოჰყვა უკმაყოფილება მისი არარეალურობის გამო.
თავართქილაძე რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში გამოძახეს, სადაც მას საკმაოდ მძიმე საუბარი ქონდა საქართველოს მთავრობაში.
ბოლოს 40 მილარდიან აბსურდზე ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაამახვილა.
აღნიშნულის შემდეგ გიორგი თავართქილაძეს თანადებობის დატოვება მოსთხოვეს.
არჩილ ხაბაძემ - აჭარის მთავრობის მეთაურმა - გიორგი თავართქილაძის განცხადება გადადგომის შესხებ უკვე დააკმაყოფილა.