მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დაიგეგმა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ყურადღებით ადევნებს თვალს.
"საქართველოს ყველა მეგობარი საერთაშორისო გაერთიანება ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას და იმედოვნებს, რომ საქართველო შიდაპოლიტიკური პროცესების მშვიდობიანად გადაჭრას შეძლებს და განვითარებას განაგრძობს, როგორც ძლიერი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა", - განაცხადა ნორლანდმა.
დღეს 15:00 საათზე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართება.