სტატისტიკის მიხედვით, პრაქტიკულად თითქმის ყველა ქალი ერთხელ ან მუდმივად იღებავს თმას. ამ მდგომარეობამ მეცნიერების შეშფოთება გამოიწვია. კვლევების დროს გაირკვა, რომ თმის საღებავი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ონკოდაავადების პროვოცირებას იწვევს.
საღებავის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები, ცნობილი როგორც მეორადი ამინები, შეიძლება რეაქციაში შევიდნენ თამბაქოს კვამლთან ან ჰაერში არსებულ სხვა ნაერთებთან. შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კარცეროგენული ნაერთი - N -nitrosamines ყალიბდება.
მეცნიერების აზრით ყველაზე სახიფათო ის არის, რომ მეორადი ამინები შეიძლება ‘'დაილექოს"თავის კანზე საკმაოდ ხანგრძლივი დროით - თვეობით ან თუნდაც წლების განმავლობაში. ამასთან მნიშვნლობა არ აქვს, თუ რამდენად დიდი ხნის წინ გამოიყენა ადამიანმა თმის საღებავი.
რისკის დონეზე გავლენას არ ახდენს საღებავის მწარმოებელი და შეღებვის პროცედურის ჩატარების ადგილი - რისკს ექვემდებარება ის, ვინც თავად ღებავს და სალონის სტუმარი.
"სამომხმარებელო უსფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებელია ჩატარდეს ამომწურავი და დამოუკიდებელი გამოძიება, რათა დადგინდეს პოტენციური რისკების ზუსტი დონე", - აცხდებს პროფესორი, ექსპერტი ქიმიური საღებავების დარგში დევიდ ლუისი.
2009 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები რომელთაც წელიწადში 9 ჯერ გამოიყენეს თმის საღებავი 60%-ით ექვემდებარებიან ლეიკემიით დაავადების რისკს. 2010 წელს ევროკომისიამ აკრძალა 22 ტიპის თმის საღებავი.