თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რუსთველი გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული გიორგი წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი წიქარიშვილის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.