დღეს ჩვენ არჩევანი გაქვს ბოროტებასა და გულგატეხილობას შორის, - აცხადებს გაზეთ "ალიასთან" ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოფესორი ლადო პაპავა. მისი თქმით, დღეს არსებული დაძაბულობა აისახება ყველაზე.
"ადამინების უმრავლესობას ბრიყვული განცდა აქვს. გაიხსენეთ ბადრი პატარკაციშვილმა პოლიტკაში რომ დააპირა მოსვლა, ხალხის მოლოდინი იყო ავშენდებითო. ახლაც ასე ფიქრობენ: კაცს ლამის 7 მილიარდი დოლარი აქვს ქონება და ახლა ეს დაგვაპურებს და აგვაშნებესო. ივანიშვილმა თავის ჯიბიდან თუ ხარჯა ყველაფერი ხალხის დასაპურებლად, კარგი არაფერი მოხდება. ივანშვილი ხომ გაკოტრდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს მოლოდნი გაზვიადებული იყო. დღეს არსებული დაძაბულობა აისახება ყველაზე. ხალხის დამოკიდებულება არის უკიდურესად ნეგატიური. ყველა ხვდება, რომ ნაციონალური მთავრობა იყო კრიმინალური მთავრობა და მას დღეს პასუხი ვერ ეთხოვება. იმავდროულად, ხედავს რომ "ქართულ ოცნებას" უჭირს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა - გამოდის, რომ დაპირება ცოტათი მაინც უფრო ტრაბახი იყო.. ეს ყველაფერი გარკვეულ უკმაყოფილების მუხტს ქმნის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, მაგრამ არა იმდენს რომ ხალხმა დაივიწყოს ნაციონალური მოძრაობის ბოროტება და დაუპირისპირდეს "ქართულ ოცნებას". საწუხაროდ, რა თქმა უნა მაინც გულგატეხლობის მხარეს იქნება ხლხი, ვიდრე ბოროტებისკენ", - აცხადებს ლადო პაპავა.