გაიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომის მეორე ეტაპი.
საბჭოს წევრებმა განიხილეს 1000-მდე მსჯავრდებულის განცხადება. ამ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ავადმყოფებს და ქალ პატიმრებს (3 და 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით), ამასთანავე ინდივიდუალურად იქნა შეფასებული მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 2013 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 52 მსჯავრდებული, მათ შორის 11 ქალი, 3 ხანდაზმული და 10 მძიმე ავადმყოფი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში შემოსული განცხადებების სიმრავლიდან გამომდინარე, ადგილობრივი საბჭოების სხდომა ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთო ჯამში სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვა 107-მა მსჯავრდებულმა, მათ შორისაა 11 ქალი, 5 ხანდაზმული და 13 მძიმე ავადმყოფი.
სამინისტროს ადგილობრივი საბჭოები და პირობით ვადამდე გათავსუფლების მუდმივმოქმედი კომისია „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების დასასრულს მიახლოებასთან დაკავშირებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები