,,არავითარი შეხვედრა დღეს დაგეგმილი არ ყოფილა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას.
,,დღეს დილიდან ჩავრთე ტელევიზორი და ჯერ ერთი, რაღაც გუშინდელი დღიდან მინიშნებებით, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით ითქვა, რომ თითქოს, შესაძლოა, რაღაც შეხვედრა გაიმართოს, მაგრამ არავის კონკრეტული არაფერი არ უთქვამს.დღეს დილით უკვე ტელევიზიით გავიგეთ, რომ თურმე შეხვედრა უკვე ჩაიშალა და თან, ჩვენ მიერ.ახლა თავი დავანებოთ იმ უცნაური, აგრესიული გამოთქმების კორიანტელს, რომელიც გამოიყენეს დღეს, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი შეხვედრა დღეს დაგეგმილი არ ყოფილა, მით უმეტეს, არც ადგილი და არც საათი", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა არ უნდა შედგეს მხოლოდ შეხვედრისთვის.
,,ვფიქრობ, უნდა შევეშვათ არასერიოზულ, გაურკვეველ მანევრებს და შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, ოღონდ შეხვედრა არა შეხვედრისთვის, არამედ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ.მზად ვართ, ამისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადოთ და ამიტომ შეგკრიბეთ დღეს ყველანი. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრიც სერიოზულად მიუდგება და სათანადოდ, გულდასმით მოემზადება ასეთი შეხვედრისთვის.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სავსებით საკმარისია, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ერთმანეთთან მოვილაპარაკოთ, ჩვენს რეგიონულ ორგანიზაციებთანაც გავმართოთ კონსულტაცია და ამის თაობაზე საზოგადოების სხვა დაინტერესებულ წარმომადგენლებსაც ვესაუბროთ.წამოვჭრათ ეს თემები, მოვისმინოთ მათი აზრი და ვიმედოვნებ, რომ ზუსტად იმავეს გააკეთებს საქართველოს მთავრობის გუნდი.ამის შემდეგ, ორშაბათს, დილიდან, ნებისმიერ ადგილზე, ვფიქრობთ, მოვძებნით შეხვედრის საშუალებას შემდგომი დღეების განმავლობაში და საგნობრივად ვისაუბრებთ ამ თემებზე.", _განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები