აქციებიდან 8 თვის შემდეგ, სპეცრაზმის მიერ ნაცემ ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
მაისაშვილის თქმით, მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად:
"პირველ რიგში ძალოვან სტრუქტურებს იყენებენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების დასჯა არ აწყობთ. მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად". - უთხრა TV პირველს მაისაშვილმა.
30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელშიც აქციის დარბევის დროს ჩანს სპეცრაზმელები როგორ ურტყამენ სახეში წიხლებს, ძირს დაცემულ ახალგაზრდას.