საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ციხიდან კიდევ ერთი ეთნიკურად ოსი ეროვნების მოქალაქე 1982 წელს დაბადებული თამაზ კაჩმაზოვი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სეპარატისტები ავრცელებენ. ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების ე.წ. აპარატის ინფორმაციით, ოსი მხარე საქართველოს ციხეში მყოფი თავიანთი ე.წ. მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე მუშაობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ქართულიუ ციხიდან ეთნიკურად ოსი იპოლიტ მაკოევი იქნა
გათავისუფლებული. სეპარატისტები ნოდარ (მარეკ) დუდაევის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე დროს ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების ბედი ჯერ ჯერობით გაურკვეველია. თავად სეპარატისტების ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები