შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ალექსი პ. დააკავეს.
შსს-ს ინვორმაციით, დაკავებულმა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი, 1977 წელს დაბადებული რამაზ კაციაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი - ერთლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს.
ალექსი პ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.