12 ნაადრევად დაბადებული ჩვილის თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ 28 კვირის განვითარების ბავშვებს მეტყველების გარჩევა შეუძლიათ, კერძოდ ისინი არჩევენ სხვადასხვა ბგერებს, განასხვავებენ მამაკაცისა და ქალის ხმას.
სავარაუდოდ, მსგავსი თვისებები ნაყოფის დედის მუცელში ყოფნისას ყალიბდება, ანუ დედის მუცელში მშობლების ხმაზე ბავშვი ენის ჩვევებს ანვითარებს.
პრინციპში ცნობილია, რომ დაახლოებით 23 კვირის ნაყოფს უყალიბდება ყურები და სმენაზე პასუხისმგებელი ტვინის შესაბამისი ნაწილი.
თუმცა, ბოლო დრომდე მეცნიერებს ეეჭვებოდათ თუ როდის უჩნდება ბავშვს უნარი დაამუშაოს ხმოვანი ინფორმაცია. დოქტორ ფაბრის ვალუასა და მისი კოლეგების აზრით, აქ მნიშვნელოვანია გარემომცველი ფაქტორები. თუმცა ენის დამუშავების სისტემა თანდაყოლილია.
იყო ასეთი თეორიაც, რომ ახალ სამყაროში მოხვედრისას ახალშობილის ტვინი აქატიურად ვითარდება - რადგან ტვინის სკანირება ჩვილის დაბადებისთანევე კეთდებოდა. მაგრამ, ეს მეცნიერებს ეეჭვებათ და მაინც დედის მუცელში ყოფნისას განვითარების იდეას იცავენ.