,,დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილი პოლიტპატიმრები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აგრძელებენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განაცხადებაშია აღნიშნული ,,ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულმა „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტპატიმრები აგრძელებენ პროკურატურაში სარჩელების შეტანას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო მოქმედებების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით.", -ნათქვამია განცხადებაში, სადაც ყოფილი პოლიტპატიმრები იმედს გამოთქვემენ, რომ რომ პროკურატურა მათ საქმეებს შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიძიებს.
,,ყოფილი პოლიტპატიმრები ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოუთმენლად ელიან და გამოთქვამენ იმედს, როგორც ყოფილი პოლიტპატიმრები აცხადებენ, ისინი არ არიან რევანშის მომხრე, თუმცა ყველა იმ პირმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შექმნაში, მისცეს ცრუ ჩვენებები და უკანონოდ, უდანაშაულო ადამიანები გამოამწყვდიეს რეჟიმის ციხეში, სადაც მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, წამებასა და ფსიქოლოგიურ ტერორს, პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით. მათთვის მიუღებელია, რომ ბევრი ის ადამიანი, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული პოლიტპატიმართა წინააღმდეგ საქმეეების „შეკერვაში" დღესაც ინდარჩუნებს თანამდებობას, ან უარეს შემთხვევაში დაწინაურებულია და იკავებს მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობებს.პოლიტპატიმართა განცხადებით, ერთხელ და სამუდამოთ ჩვენს სამშობლოში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე, განურჩევლად თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა უნდა იყოს თანაბარი", -აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ,,ქვეყნის მთავარ პროკურატურაში სარჩელების შეტანა მიმდინარეობს პერმანენტულად. 2013 წლის 28 თებერვალს, 14:00 საათზე ქალაქის მთავარ პროკურატურაში სარჩელი „დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტპატიმრებმა შაქრია ზურაშვილმა, ამირან მერაბაშვილმა, კობა კობაურმა, ბექა პეტრიაშვილმა, ზაზა ჩიკვილაძემ, ედუარდ ამბარცუმიანმა და დავით კიკვიძემ შეიტანეს", _ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები