აფხაზეთში მყოფმა რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა პოლიგონების დანაღმვისა და განნაღმვით სამუშაოებში წვრთნა დაიწყეს. "რთულ სამთო პირობებში სამხედრო მოსამსახურეები სწავლობენ ველების დანაღმვასა და მათ მართვას", - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
სწავლებაში გამოყენებულია თანამედროვე განნაღმვითი საშუალებები.
წვრთნა სოხუმთან ახლოს წებელდის პოლიგონზე ტარდება.
მათივე ინფორმაციით, წვრთნის დროს განმნაღმველები ახალ უკონტაქტო მოწყობილობა "კორშუნ"-თან ისწავლიან მუშაობას. იგი ნაღმის აღმოჩენის საშუალებას 30 მეტრის დაშორებიდან თოვლში, გრუნტში, სხვა და სხვა კონსტრუქციებში იძლევა.