,,სახელმწიფო დაცვის სამსახურს პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძის დანიშვნის კომენტირებისას.
,,სახელმწიფო დაცვის სამსახურს პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს ვინ არის პროფესიონალი, ვისაც გამოცდილება აქვს. მე მაგალითად ამ საქმეში არ გამოვდგები", _განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ ჯანაშია თანამდებობიდან გაანთავისუფლა და მის ადგილზე ანზორ ჩუბინიძე დანიშნა. შესაბამი ბრძანებულებები სახელმწიფო კანცელარიის საიტზე უკვე გამოქვეყნებულია და ორივე ბრძანება 25 თებერვლით თარიღდება.