ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მერისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს იბრუნებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის მერიიდან აცნობეს, ამის შესახებ დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გელა დეკანაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა.
საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში, მშენებლობის, გარევაჭრობისა და გარერეკლამისთვის ნებართვების გაცემა, შენობების ექსპლუატაციაში მიღება, საგზაო ნიშნების დაგეგმარება, საპატიო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტის მინიჭება, სახელმწიფო შესყიდვები, სააუქციონო, სატენდერო, საკომპენსაციო და კიდევ რამდენიმე სხვა საკითხი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის უშუალო კომპეტენცია იქნება.