,,მომეჩვენა, რომ ივანიშვილის გუნდს უკვე აქვს ხმების ის რაოდენობა რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვისაა აუცილებელი", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობა მიხეილ სააკაშვილს მაინც შესთავაზა.
,,მომეჩვენა, რომ Bბიძინა ივანიშვილის მიმართვა საჭირო გახდა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ,,ნაციონალების" მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია არ მოჰყოლოდა. თუნდაც იგივე ყბადაღებული კოჰაბიტაციის თემა, რომელზე კრიტიკაც ,,ნაციონალურ მოძრაობას" უყვარს. ივანიშვილის მიმართვის წამკითხველი დაასკვნის, რომ ეს არ არის ოპოზიციის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯი, პირიქით ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი", -განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მიხეილ სააკაშვილმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგას.
,,ბიძინა ივანიშვილს სურს მიხეილ სააკაშვილმა გადადგას პოზიტიური, შემხვედრი ნაბიჯი და დათანხმდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ყოველგვარი პირობების გარეშე, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა გადადგას. მომეჩვენა, რომ ივანიშვილის გუნდს უკვე აქვს ხმების ის რაოდენობა მოგროვებული რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვისაა აუცილებელი. თუმცა ივანიშვილმა თანამშრომლობის მიზნით შემხვედრი ნაბიჯი მაინც გადადგა", _განაცხადა რამაზ საყვარელიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვის ტექსტს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, რომელშიც ივანიშვილი ქვეყნის პირველ პირს "ბოლო წინადადებას" სთავაზობს და მიმართავს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.