,,ქართულმა ოცნებამ" ვერ უზრუნველყო წინასაარჩევნო დაპირება საწვავის ფასების კლების შესახებ", _განაცხადა პარატიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საწვავზე ფასებმა მოიმატა.
,,თუ ჩვენ ავიღებთ გასული წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემებს და შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს უმეტეს შემთხვევაში სახეზე გვაქვს საწვავზე ფასების მატება და არა კლება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული განაცხადება, რომ საწვავის ფასის წილში ისხდნენ უმაღლესი თანამდებობისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები უსინდისო ტყუილი იყო. პირველი ოქტომბრის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და არანაირი მონოპოლიების ნგრევბა არ მომხდარ და ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ ვერ დაგვისახელა ვერცერთი მონოპოლია", -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ჟურნალისტებს ,,საქსტატიდან" მიღებული მასალები გააცნო.