,,დარწმუნებული ვარ ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება", _ განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულებიოს შემდეგ ჟურნალისტებთან გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ პროცესი აბსურდის თეატრია და მალე გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი.
"მე ვარ სიმართლის დადგენაში დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დასრულდება და დამთავრდება იმითაც, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიწვავს ხელებს ის ადამიანი თავის დანთებულ ცეცხლზე, ვინაიდან მათ გადაწყვიტეს ამ გზის არჩევა", - აღნიშნა უგუავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმესთნ დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს 15.00 საათისთვის დაინიშნა. გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გულისხმობს. ამასთან პროკურატურა, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობასა და უფებამოსილების შეჩერებას ითხოვდა.