,,მკვლელობის ადგილზე, ტყვიების მიმტანის ვინაობა ცნობილია და ყველაფერი 3-4 დღეში გახდება ცნობილი", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ და აღნიშნა, რომ თუ რამდენიმე დღეში არ დაიჭერენ ცრუ ჩვენების მიმცემებს, ქვეყნიდან წავა.
"მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რამდენიმე დღეში არ დაიჭერენ ცრუ ჩვენების მიმცემებს, ქვეყნიდან წავალ, თუმცა მთავარმა პროკურორმა დამარწმუნა, რომ კიდევ ცოტა ხანი გავჩერებულიყავი და მალე ყველაფერი დასრულდება. აქ კიდევ ერთ ფაქტს მინდა, გავუსვა ხაზი, თუ ამ ადამიანებს დაიჭერენ და სასამართლო კვლავ გირაოს შეუფარდებს, ე.ი. საქმეზე რეალური შედეგი არასოდეს იქნება მიღებული. იმედი მთლიანად გადაწურული არ მაქვს, თუმცა ბოლომდე არც საქმის წარმატებულად დასრულებაში ვარ დარწმუნებული", - განაცხადა რობაქიძემ.