"ქართული მხარე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს მხოლოდ კავკასიონის ქედზე ავლებს",_ აცხადებს საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოსი სეპარატისტების მიერ წამოყენებული მოთხოვნის კომენტირებისას.
ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარისაგან ინციდენტენის პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსაზღვრე რეგიონების მცხოვრებლებისათვის ახსნა განმარტებითი სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს , იმის შესახებ, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მათთვის დაუშვებელია.
"ქართული მხარე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს მხოლოდ კავკასიონის ქედზე ავლებს. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, ქართული იურისდიქციის ქვეშ არ არის, ვფიქრობ ადგილობრივებმა ეს
კარგად იციან და დამატებითი ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ არის", _ აცხადებს სუჯაშვილი.
მისივე თქმით, შს სამინისტრო მოსახლეობას მუდმივად აფრთხილებს იმის თაობაზე, რომ ოკუპაციის ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში სამინისტრო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა.
ავღნიშნავთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.