,,მილიონს ვერ გადავიხდი, რადგან არ მაქვს", -განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თბილის მერმა გიგი უგულვამ, რომელიც მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
,,როგორი აბსურდულიცაა ბრალდება იგივე აბსურდულია მოთხოვნა შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მილიონის გადახდას არ ვაპირებ მარტივი მიზეზი გამო, რომ არ მაქვს. ,,ქართულ პოლიტიკაში" ერთადერთ ადამიანს ვიცნობ ვისაც შეუძლია ამის გადახდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს სახელსა და გვარს არ დავასახელებ", -განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ მისთვის უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.