მთავარი პროკურატურა თბილისი მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მილიონ ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს.
შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.
პროკურატურა შუამდგომლობაში ასევე მოითხოვს, რომ გიგი უგულავას აეკრძალოს ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს.
მთავარმა პროკურატურამ ასევე მიმართა სასამართლოს დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
თბილისის საქალქო სასამართლო პროკურატურის 25 თებერვალს იმსჯელებს.