გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მან უნდა გააკეთოს განმარტებები, ეს ნორმალური პროცესია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენების კომენტირებისას განაცხადა.
"ეს ნორმალურია, როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ. გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის მაღალი თანამდებობის პირი და მის მიმართ გამოიკვეთა სერიოზული ორი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მან უნდა გააკეთოს განმარტებები. ეს ნორმალური პროცესია", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
შს მინისტრმა არ დააკონკრეტა მოხდაბა თუ არა დღეს უგულავას დაკავება.
"ამას მოგვიანებით გავიგებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.