აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეწყდა.
პირველი ლექცია 9 თებერვალს ჩატარდა. სალექციო კურსი ბრიუსელის ვრიჟის უნივერსიტეტის პროფესორს ბრუნო კოპიტერსს უნდა წაეკითხვა. თუმცა ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებით სალექციო კურსი დაიხურა.
ბრუნო კოპიტერსს 12 ლექციისგან შემდგარი კურსი საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის უნდა წაეკითხა. სალექციო კურსი ეთნოკონფლიქტების მოგვარებას ეხებოდა. პირველი ლექცია შესავლის ხასიათს ატარებდა. პროფესორმა ისაუბრა ეთონოსების შესახებ, მათ განსხვავებებზე, ეთნიკურ ბუნტზე და სამოქალაქო ომების მიზეზებზე.
მეორე ლექციაზე მისულ სტუდენტებს კი გამოუცხადეს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ლექციები, რომლებიც "პრეზიდენტთან" შეთანხმებული არ ყოფილა გაურკვეველი ვადი გადადებულია.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ბრუნო კოპიტერსი მოდერატორის როლს ასრულებდა აფხაზეთსა და საქართველოს შორის გამართული რამდენიმე დიალოგის დროს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ანქვაბი სწორედ ამ ფაქტმა შეაშინა და იგი სტუდენტებისათვის ე.წ. ტვინის გამორეცხვის გამო შეშფოთდა.