რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის 104 პუნქტიან კონცეფციაში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში საქართველოს ორი - რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია დასახელებული. კონცეფციაში მათი შემდგომი ადგილი საქართველოსაც უჭირავს.
"რეგიონალური პრიორიტეტების" ჩამონათვალის 51-ე პუნქტში ნათქვამია:
"რუსეთის პრიორიტეტთა რიცხვში რჩება ხელისშეწყობა რესპუბლიკა აფხაზეთისა და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთისათვის მათი როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების საკითხში, მათი საერთაშორისო პოზიციის გამყარება და მყარი უსაფრთხოებისა და სოციალ-ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა".
ამის მომდევნო, 52-ე პუნქტში საუბარი საქართველოზეა და ნათქვამია, რომ რუსეთი "დაინტერესებულია" საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით კავკასიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით.
"რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით იმ სფეროებში, რა სფეროებშიც ამისათვის მზადაა ქართული მხარე, კავკასიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რელობების გათვალისწინებით", _ ნათქვამია კონცეფციის 52-ე მუხლში.