აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეს (გაერო) ანტი ტურუნენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანტი ტურუნენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სიტუაცია აფხაზეთში უკეთესობისკენ იცვლება, კერძოდ გალის რაიონში.
შეხვედრაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა რომ აფხაზური მხარე მოლაპარაკებებს გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ "ის რაც ჟენევაში ხდება აფხაზურ მხარეს ყოველთვის როდი აწყობს".
მისივე თქმით, გაეროს მოღვაწეობა აფხაზეთში ხარისხობრივად უნდა გაუმჯობესდეს არსებუთი ეკონომიკური დახმარების გაწევის კუთხით.
"მრავალი ქვეყანა თავისი ძალებით ვერ გაუმკლავდა ომის შედეგებს. რუსეთი ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს, მაგრან ჩვენ გვინდა ასეთივე დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ვიხილოთ", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები აფხაზეთს ომამეც საკმარისად ჰქონდა, ხოლო ომმა მას კიდევ უფრო დიდი ზარალი მიაყენა. ანქვაბმა ტურუნენს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე აფხაზეთი ძალიან ცოტას იღებდა ცენტრიდან, მაშინ როდესაც მთელი ძირითადი დახმარება საქართველოში მიდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები