რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც "რუსეთისა და აფხაზეთის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. ასევე შეეხნენ იმ რეგოინალური და საერთო მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს".
ამას, გარდა კარასინმა და ჩირიკბამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც იმსჯელეს.