უკრაინის პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მთავარი პროკურორის თქმით, უკვე შეგროვებულია საკმარისი მტკიცებულებები მკვლელობასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კავშირთან დაკავშირებით.
რადიო "ეხო მასკვის" ეთერში რენატ კუზმინმა განაცხადა, რომ გამოძიებას უკვე საკმარისი სამხილი აქვს, თუმცა პროკურატურა კვლავ აგრძელებს გამოძიებას და მტკიცებულებების მოპოვებას. მისი თქმით, ამჯერად გამოძიება მკვლელობის შემკვეთთა დასადგენად მიმდინარეობს.
გიორგი ღონღაძის მკვლელობის შემსრულებლად უკრაინის სასამართლომ ალექსეი პუკაჩი აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. თავად პუკაჩმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მასთან ერთად პასუხი კუჩმამ და ლიტვინმა უნდა აგონ.
მკვლელობამდე ღონღაძე სწორედ კუჩმას მთავრობაში გავრცელებული კორუფციის შესახებ ატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას.