მანამ ვიდრე საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, განსაკუთრებული ძვრები აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხში მოსალოდნელი არ არის. განცხადება ამის შესახენ რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა გააკეთა.
"ნუ დაგავიწყდებათ აზერბაიჯანის პოზიციაც, თბილისი ბაქოს აზრის გათვალისწინებით იმოქმედებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი კაბინეტი - სააკაშვილის იქნება ის თუ ივანიშვილის ასე იმოქმედებს.
და კიდევ ერთი... ამ სიტუაციაში აფხაზები დაავიწყდათ. აფხაზეთი არც ამერიკაა და არც რუსეთი, მაგრამ მათი პოზიციის გარეშეც ასევე არაფერი არ შეიცვლება. ისინი კი წინააღმდეგნი არიან. მათ ეშინიათ, რომ გზასთან ერთად ქართველები დაბრუნდებიან -ეს კი შიშის დიდი ფაქტორია. ამიტომაც ერთის მხრივ გახსნა -მომებიანია და მეორეს მხრივ არის ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ეს რეალობა გახდეს", _ აცხადებს მარკედონოვი.